ძებნა

გამოკითხვა
მიმდინარე გამოკითხვა არ არის
წინა გამოკითხვები

COC Netherlands

ILGA Europe

TOP.GE

სიახლეები
 მსოფლიო: ლიტვის პარლამენტი ჰომოფობიურ საკანონმდებლო ცვლილებას გეგმავს
18 აგვისტო 2009
ლიტვის ლგბტ ორგანიზაციამ ელ-ჯი-ელ-მა განცხადება გაავრცელა დაგეგმილი ჰომოფობიური საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. ლიტვის პარლამენტის (სეიმა) იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის კანონპროექტი იქნა წარდგენილი, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც ჰომოსექსუალური ურთიერთობების შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება როგორც, კერძო ისე იურიდიული პირის მიერ დასჯადი გახდება. გარდა ამისა ადმნისტრაციული ზომა დაწესდება ამ ქმედებების დამფინანსებლების მიმართ, რაც 1-დან 5000-ლიტამდე ჯარიმით განისაზღვრება. ამ მოვლენას გამოეხმაურა ფონდი ინკლუზივი, რომელმაც ლიტვის თანაბარი შესაძლებლობების ომბუდსმენისაგან მიიღო პასუხი იმის თაობაზე, რომ ისინი, როგორც ევროპის მასშტაბით თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, აპროტესტებენ ამ ცვლილებებს. ევროპარლამენტის გეი და ლესბოსურმა ინტეპარტიულმა ჯგუფმა, ილგა ევროპასთან ერთად საპროტესტო წერილი გაუგზავნა კომიტეტის თავმჯდომარეს.

ჩვენზე | პროგრამები | თემა | პუბლიკაციები | პარტნიორები | ბმულები | საიტის რუკა | კონტაქტი